„რომპეტროლ საქართველოს“ ზამთრის კამპანიის გამარჯვებულებს კუთვნილი პრიზები საზეიმო ვითარებაში გადაეცათ. გათამაშებაში 12 გამარჯვებული მომხმარებელი გამოვლინდა.
„რომპეტროლის“ საწვავის იღბლიანმა მომხმარებლებმა GPS ნავიგატორები, iPhone XR სმარტფონები და მთავარი პრიზები - მოგზაურობის სრული პაკეტი, 2-კაციანი საგზური ტაილანდში და 2-კაციანი საგზური კუნძულ ბალიზე მოიგეს.
„წლებია, „რომპეტროლის“ ერთგული მომხმარებელი ვარ, და შეიძლება ითქვას, რომ საოცნებო პრიზი მოვიგე - საგზური ტაილანდში, სადაც მეუღლესთან ერთად გავემგზავრები. მინდა მადლობა გადავუხადო „რომპეტროლს“, ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი ვარ“, - ამბობს ტაილანდის საგზურის მფლობელი ნონა მორგოშია.
„რომპეტროლის“ იღბლიან მომხმარებლებს ვულოცავთ გამარჯვებას, ვუსურვებთ წარმატებებს და დაუვიწყარ მოგზაურობას. „რომპეტროლი“ ყოველთვის ცდილობს უმაღლესი ხარისხის საწვავის შეთავაზების გარდა, მომხმარებელს დამატებითი კომფორტი შეუქმნას. მადლობას ვუხდით ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს აქციაში მონაწილეობისთვის, ჩვენ მათ კიდევ ბევრ წამახალისებელ აქციას შევთავაზებთ“, - აცხადებს „რომპეტროლის“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თეონა შალამბერიძე.
„მიიღე მეტი საწვავისგან!“ - ამ სახელწოდებით „რომპეტროლ საქართველოს“ სეზონური კამპანია 13 დეკემბერს დაიწყო. წამახალისებელ გათამაშებაში მონაწილეობა „რომპეტროლის“ ლოიალობის ბარათის მფლობელებს შეეძლოთ.
„რომპეტროლი“ საქართველოს ბაზარზე უკვე 12 წელია სტაბილურად და წარმატებით ვითარდება, საწვავის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორია და მომხმარებელს საუკეთესო ხარისხის - ევრო 5 საწვავს სთავაზობს. მისი მფლობელი ჯგუფი KMG International-ი კი, 6000 თანამშრომლით, ევროპისა და ცენტრალური აზიის 11 ქვეყანაში ოპერირებს ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ვაჭრობა, ნავთობპროდუქტების გადამუშავება, საცალო ვაჭრობა, მარკეტინგი და ნავთობის ინდუსტრიის სხვა სერვისები. კომპანია რუმინეთში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ბიზნესად არის აღიარებული, ხოლო შავი და ხმელთაშუა ზღვების რეგიონებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა.
(R)