ირაკლი ღარიბაშვილი : ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდა არ იგეგმება

ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდა არ იგეგმება და ეს იყო მიზანმიმართული კამპანია, რომელიც მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ემსახურებოდა.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, გუშინ ამ თემაზე სრულიად უსაფუძვლო განცხადებები გაკეთდა და მიზანმიმართული კამპანია დაიწყო.

როგორც ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ პრემიერ-მინისტრს განუმარტა, ამ თემაზე განცხადება "ენერგო-პრო ჯორჯიას" წარმომადგენელმა მისთვის გაუგებარი მიზეზით გააკეთა, თუმცა ტარიფებს არანაირი ზრდა არ ემუქრება.

„ელექტროენერგიის ტარიფს ზრდა არ ემუქრება და შენარჩუნდება ის ტარიფი, რომელიც ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლისას 4 თეთრით შემცირდა", - განმარტა ვიცე-პრემიერმა.