მზიურის კაფე გაქურდეს

მზიურის პარკში მდებარე სოციალური კაფე გაქურდეს.

ამის შესახებ კაფის მფლობელმა ანა გოგუაძემ გაავრცელა ინფორმაცია. მისივე თქმით, ფაქტი დღეს დილას მოხდა. როგორც გოგუაძე აცხადებს, კაფიდან ლეპტოპი, ტელეფონი, აიპოდი და 165 ლარია წაღებული. ცნობისთვის, მზიურის კაფე 2016 წლიდან ფუნქციონირებს.