ევროკავშირი დღეს რუსეთისთვის სანქციების გამკაცრებაზე იმსჯელებს

ევროკავშირის სახელმწიფოების ლიდერები დღეს, ბრიუსელში, ევროკავშირის სამიტზე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე იმსჯელებენ, რომელზეც მოსკოვისთვის სანქციების გაძლიერებაზეც ისაუბრებენ.

"დოიჩე ველეს" ინფორმაციით, ამის შესახებ გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა შტეფან ფულემ სტრასბურგში, ევროპარლამენტის სხდომაზე განაცხადა.

გამოცემის ცნობით, ევროპელი დიპლომატები მიიჩნევენ, რომ მოსკოვი კვლავინდებურად ძველ სტრატეგიას ახორციელებს და სანქციების შესაძლო გამკაცრების წინ გარკვეულ დათმობებზე მიდის, რაც იმაში გამოიხატება, რომ ეუთოს დამკვირვებლებს რუსეთ-უკრაინის საზღვრის რამდენიმე საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ყოფნას სთავაზობს.