სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამის დასაფინანსებლად 20 მილიონი ლარი გამოიყო

სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამის დასაფინანსებლად 20 მილიონი ლარი გამოიყო, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

„მინდა შევეხო ძალიან მნიშვნელოვან სტრატეგიას, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ. ეს შეეხება სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამას. ჩვენ გამოვყავით ამ თვალსაზრისით ფონდში 20 000 000 ლარი. მოგეხსნებათ, რომ ჩვენ ბოლო წლებში საკმაოდ მნიშვნელოვანი და მტკივნეული გამოწვევები გვქონდა. ჩვენ გავითვალისწინეთ ეს გამოცდილება, ამავე დროს სხვა ქვეყნების გამოცდილება და ვფიქრობ, რომ ახალი დოკუმენტი ადეკვატურად პასუხობს საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს ამ მიმართულებით. ამასთან ერთად მოხდება დაფინანსება ისეთი მნიშვნელოვანი პროექტების, როგორიც არის მდინარეების სანიაღვრე კალაპოტების გაწმენდა, ხიდებისა და გადასასვლელების მშენებლობა, კოლექტორების მოწყობა-რეაბილიტაცია და ნაპირსამაგრი სამუშაოები“, -განაცხადა მამუკა ბახტაძემ.