რუსული გაზისა და “გაზპრომის“ საკითხზე პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში სპეციალური მოსმენა გაიმართება.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ქობულიას მოსმენისას განაცხადა, რუსული გაზის თემაზე კითხვები ბევრია.
“ამაზე ცალკე საკომიტეტო მოსმენა შეიძლება მოვიწვიოთ. რუსულ გაზთან დაკავშირებით იმდენი კითხვაა, სჯობს, ყველა კომპეტენტურად ვიყოთ გარკვეული. გპირდებით, რომ გვექნება საკომიტეტო მოსმენა. შეიძლება შეფასებები სხვადასხვა გვქონდეს, მაგრამ მეც მინდა გარკვევა რა მოხდა, როგორ არის, როგორ იყო პრივატიზაციის თემა“, - განაცხადა რომან კაკულიამ.