„დღესდღეობით საპენსიო თანხები უკვე განთავსებულია დეპოზიტებზე, რომელსაც 7%-მდე წლიური სარგებელი ერიცხება"

დღესდღეობით საპენსიო თანხები უკვე განთავსებულია დეპოზიტებზე, რომელსაც 7%-მდე წლიური სარგებელი ერიცხება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ საპენსიო ფონდთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მოლოდინია, რომ ინვესტიციების შედეგად მიღებული სარგებელი ყოველთვის ინფლაციაზე მეტი იქნება.

„დღესდღეობით თანხები უკვე განთავსებულია დეპოზიტებზე, რომელსაც 7%-მდე წლიური სარგებელი ერიცხება. ეს არის ბევრად მეტი, ვიდრე არის ინფლაცია. ამიტომ ხალხის დანაზოგები მხოლოდ იზრდება ფასში და რა თქმა უნდა, აქ ჩვენ ველოდებით, რომ ის სარგებელი, რომელსაც მოიტანს ინვესტიციები, ყოველთვის მეტი იქნება, ვიდრე ინფლაცია,“ - განაცხადა ქობულიამ.