თავდაცვის სამინისტროს წვრთნების გამო, საჰაერო სივრცე სამოქალაქო ხომალდებისთვის დროებით დაიხურება

15-20 თებერვალს, საჰაერო სივრცე სამოქალაქო ხომალდებისთვის დროებით დაიხურება. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული განპირობებულია თავდაცვის სამინისტროს მიერ დაგეგმილი წვრთნების გამო.

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დაგეგმილი წვრთნების განხორციელების მიზნით, 15-20 თებერვალს, თბილისის სამეთვალყურეო არე (TBILISI CTR) დახურულია სამოქალაქო საჰაერო ხომალდების ფრენებისთვის შემდეგ პერიოდებში:15, 17 და 18 თებერვალს, ადგილობრივი დროით 10:00-11:30 და 15:30-17:00 საათების პერიოდში; 16 და 19 თებერვალს, ადგილობრივი დროით 10:00-11:30 და 13:00-14:30 საათების პერიოდში; 20 თებერვალს, ადგილობრივი დროით 10:00-11:30 და 14:30-16:00 საათების პერიოდში“, - აღნიშნულია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.