როდესაც სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენელს შევხვდი, შევიტყვე, რომ მათთვის აქ ცხოვრება ხშირად ადვილი არ არის და ბევრი ისეთი სამუშაო ხვდებათ, რომელიც რისკის გაწევას მოითხოვს, რათა ინვესტიციები განახორციელონ,- ამის შესახებ გერმანიის ელჩმა საქართველოში ჰუბერტ ქნირშმა საქართველოში ბიზნესის კეთების სიმარტივესთან დაკავშირებით მსოფლიო კვლევების შესახებ დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა.
მისი თქმით, ინვესტორებს საქართველოში ხშირად გარკვეული წინააღმდეგობები ხვდებათ, რომლებიც რისკებთან არის დაკავშირებული.
„რა თქმა უნდა, კარგია იმის ნახვა, რომ საქართველო ბიზნესის კეთებასთან დაკავშირებულ რეიტინგებში წინ მიიწევს. მსოფლიო ბანკის ინდექსი ქვეყანაში ბიზნესის მიმართულებით მნიშვნელოვანი საზომია. როდესაც სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენელს შევხვდი, შევიტყვე, რომ მათთვის აქ ცხოვრება ხშირად ადვილი არ არის და ბევრი ისეთი სამუშაო ხვდებათ, რომელიც რისკის გაწევას მოითხოვს, რათა ინვესტიციები განახორციელონ. ისინი უყურებენ ბევრ ფაქტორს, მაგალითად, ისეთს, როგორიც არის წარმოებასთან დაკავშირებული პროექტების დაფინანსება. ხშირად, ეს მარტივი არ არის. ასე რომ, ინდექსები შესანიშნავია მაშინ, როცა ისინი გვარწმუნებს, რომ ყველაფერი გაკეთებულია და სხვა სამუშაოები შესასრულებელი არ არის”,- განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.