„ეს არის თბილისისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც მნიშვნელოვან წილად დაასრულებს ქალაქის ქაოტური განაშენიანებას, რომელიც 2005 წლიდან მიმდინარეობს“ - ასე გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანი დღეს თბილისის მერის კახა კალაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას თბილისში კოეფიციენტების მატების შეზღუდვასთან დაკავშირებით.
ბექა დავითულიანის თქმით, გადაწყვეტილების ძალაში შესვლისთანავე, ვერც განაშენიანების რეგულირების გეგმით და ვერც სპეციალური ნებართვებით K2 კოეფიციენტის გადაჭარბება ვეღარ მოხდება.
„შესაბამისად, ქალაქი მხოლოდ გენერალური გეგმის ძირითადი პარამეტრების მიხედვით განვითარდება და ქაოტური განაშენიანება დასრულდება“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.