„ამაზონი“ ნიუ-იორკში სათავო ოფისს აღარ გახსნის

„ამაზონმა“ ნიუ-იორკში ახალი სათავო ოფისის გახსნასთან დაკავშირებით ყველა პროექტი გააუქმა. როგორც გაირკვა, ამის მიზეზი „ამაზონის“ ხელმძღვანელობასა და ადგილობრივ პოლიტიკოსებს შორის არსებული უთანხმოება გახდა.

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ნიუ-იორკში „ამაზონის“ ახალი ოფისის მშენებლობაზე უნდა დახარჯულიყო 2,5 მლრდ დოლარი. ახალი ოფისის გახსნის შემდეგ კი ქალაქში შეიქმნებოდა დამატებით 25 ათასი სამუშაო ადგილი. თუმცა, როგორც აღმოჩნდა ადგილობრივი ხელისუფლება ამ ყველაფრის წინააღმდეგია. ისინი კომპანიასთან მოლაპარაკებებზე არ წავიდნენ, შედეგად კი „ამაზონის“ დამუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა ახალი ოფისის მშენებლობაზე უარი განაცხადა.

„უამრავი პოლიტიკოსის სიტყვით გამოსვლიდან ნათელი გახდა, რომ ისინი არ ეთანხმებიან ჩვენი ოფისის მშენებლობას და არ დაიწყებენ ჩვენთან მოლაპარაკებას, რათა ახალი სამუშაო ადგილები შევქმნათ“, - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ეკა გადახაბაძე