16 თებერვალს, ვახუშტის ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა ერთი საათით ორმხრივად შეიზღუდება

ვახუშტის ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოებიდან გამომდინარე, 16 თებერვალს, 14:00-დან 15:00 საათამდე, ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება.

თბილისის მერიის ცნობით, დროის ამ მონაკვეთში შეიცვლება დიდუბიდან ვახუშტის ხიდის გავლით, სააკაძის მოედნისკენ მოძრავი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტები: საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაივლის წერეთლისა და თამარ მეფის გამზირებს, საიდანაც გმირთა მოედანს დაუკავშირდება და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობს.

„თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისათვის“, - აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.