იანვარში საქართველოდან 250 861 მოქალაქე გავიდა, შემოსვლით კი - 242 406 შემოვიდა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა. საუბარია, 2019 წლის იანვრის მაჩვენებლებზე.

როგორც სტატისტიკაშია აღნიშნული, იანვარში ქვეყნიდან 250 861 მოქალაქის გასვლა და 242 406 შემოსვლა დაფიქსირდა. რაც შეეხება 2018 წლის მონაცემებს, მოქალაქეთა - 269 936 გასვლა და 262 241 საქართველოში შემოსვლა დაფიქსირდა.

ცნობისთვის, გასულ თვეში საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებიდან ყველაზე ხშირად გერმანიაში მიემგზავრებოდნენ. კერძოდ, წინა თვეში გერმანიაში საქართველოს მოქალაქეთა გასვლების რაოდენობა 7 449 იყო. მას მოსდევს იტალია, სადაც - 4 172 გამგზავრება ფიქსირდება; მე-3 ადგილზე კი - 3 336 გასვლით პოლონეთია.

თაია არდოტელი