„ეროვნული ბანკის თავმჯდომარეს მოვუწოდებთ, არ დანებდეს ზეწოლას, ხოლო თუ ზეწოლა დიდია და ვერ უძლებს, მაშინ რეპუტაციის შენარჩუნების მიზნით, გადადგეს"

საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის ფადი ასლის განცხადებით, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ორი სცენარი არსებობს.

„ჩვენი ინფორმაციის მიხედვით, პირველი სცენარი მოიცავს ანაკლიის პორტის სრულად შეჩერებას, ვინაიდან ეს არის პროექტი, რომელიც რუსეთის ინტერესებთან წინააღმდეგობაში მოდის. ეს პროექტი უფრო აახლოვებს აფხაზეთსა და საქართველოს. მეორე სცენარის მიხედვით, ივანიშვილი შეეცდება დააშინოს ანაკლიის პორტის პოტენციური პარტნიორები - ჯაფარიძისა და ხაზარაძის რეპუტაციის დაზიანებისა და ფულის გათეთრებაში მძიმე ბრალდებების წაყენების გზით. მოგეხსენებათ, საინვესტიციო ჯგუფები სწავლობენ თუ ვინ არიან მათი პარტნიორები. ივანიშვილის თამაშის მიზანია ბანკის აქციონერების რეპუტაციის შელახვა, პროექტის დაფინანსების შეწყვეტა“,- განაცხადა მან.

ფადი ასლიმ ასევე ისაუბრა ეროვნულ ბანკზე და აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკის ქმედებები „თიბისი ბანკთან“ მიმართებაში არაკანონიერია.

„ჩვენი წყაროებიდან მიღებული ინფორმაციით ვიცით, რომ ეროვნული ბანკის თავმჯდომარე ზეწოლის ქვეშ იყო. ჩვენ კონსულტაციები გავიარეთ იურისტებთან და ეროვნული ბანკის აღნიშნული მოთხოვნა „თიბისი ბანკთან“ მიმართებაში არაკანონიერია. ეროვნულმა ბანკმა კიდევ ერთი არაკანონიერი ქმედება ჩაიდინა. მათ გამოიძიეს საქმე, რომელიც ეროვნული ბანკის წინა ადმინისტრაციის მიერ იყო გამოძიებული, ხოლო კანონის თანახმად, არ შეიძლება იმ საქმის გამოძიება, რომელიც უკვე გამოძიებული იყო. ეროვნული ბანკის თავმჯდომარეს მოვუწოდებთ არ დანებდეს ამ ზეწოლას, რათა შეინარჩუნოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა. თუმცა, თუ ზეწოლა დიდია და ვერ უძლებს მას, მაშინ რეპუტაციის შენარჩუნების მიზნით გადადგომას ვურჩევთ. სხვაგვარად, მისი რეპუტაცია სამუდამოდ შელახული იქნება, რაც გავლენას მოახდენს მის სამომავლო პროფესიულ ცხოვრებაზე“, - დასძინა ფადი ასლიმ.

„ივანიშვილს სურს დაეუფლოს „თი-ბი-სი“ ბანკს და ანაკლიის პორტს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის და მისი მოადგილის მოშორებით"
საერთაშორისო სავაჭრო პალატა მთავრობას მიმართავს, „შეწყვიტოს „თიბისი ბანკსა“ და მის დამფუძნებლებზე თავდასხმები“
ანაკლიის პორტს თავისი კანონმდებლობა ექნება - „გვინდა, რომ ამ ზონაში იყოს ლონდონის არბიტრაჟის ანალოგი“