გერმანიაში ”სოსისების კარტელი” გამოავლინეს

გერმანიაში რამდენიმე სოსისების მწარმოებელი მსხვილი კომპანია დააჯარიმეს, რომელთა შორის ფასის თაობაზე კარტელური შეთანხმება არსებობდა.

ანტიმონოპოლიურმა რეგულატორმა დაადგინა, რომ 21 კომპანია შევიდა ერთმანეთთან გარიგებაში, რათა ათწლეულების განმავლობაში, გერმანიის ხორცპროდუქტების ბაზარი გაეკონტროლებინათ.

საერთო ჯამში საჯარიმო თანხამ 460 მილიონი დოლარი შეადგინა.

სოსისების ფარული კარტელი ასევე ცნობილი იყო, როგორც ”ატლანტიკ გრუპი” და ჰამბურგში მდებარე იმ სასტუმროს სახელს ატარებდა, სადაც სოსისების მწარმოებლების პირველი შეხვედრა შედგა.

სხვადასხვა გათვლებით, გერმანიაში დაახლოებით 1500 სახეობის სოსისის წარმოება ხდება.