სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი კვლევის მიხედვით, 2018 წლის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობამ 874.8 ათასი სული შეადგინა, რაც წინა წლის მონაცემზე 3.8 პროცენტით ნაკლებია. 2017 წელს ქვეყანაში სულ 910 ათასი მსხვილფეხა პირუტყვი იყო. აქედან ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 438.6 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 8.1 პროცენტით (2017 წელი - 477 ათასი) ჩამორჩება.
ამავე მონაცემებით, ცხვრისა და თხის ჯამური რაოდენობა 0.3 პროცენტით გაიზარდა და 909.4 ათას სულს მიაღწია. ღორის რაოდენობა 157.5 ათასი სული იყო, რაც 4.5 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.
ფრინველის რაოდენობამ კი 7.9 მლნ. ფრთა შეადგინა, რაც 6.3 პროცენტით (8,3 მლნ ფრთა) ნაკლებია წინაწლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.