Shell-მა მექსიკის ყურეში ნავთობის საბადოს მიაგნო

მექსიკის ყურე Shell-ისთვის აშშ-ში პრიორიტეტული რაიონია

ანგლო-ჰოლანდიურმა კომპანია Shell-მა მექსიკის ყურეში ნავთობის საბადო აღმოაჩინა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ეს კომპანიისთვის მესამე მნიშვნელოვანი აღმოჩენაა 10 წელზე მეტი ხნის სამძებრო სამუშაოების შემდეგ ყურის აღმოსავლეთ ნაწილში.

საბადოს მარაგის შეფასება ჯერ კიდევ არ დასრულებულა, თუმცა Shell ვარაუდობს, რომ საბადოს რესურსი დაახლოებით 100 მლნ ბარელი ნავთობის ექვივალენტი იქნება.

მექსიკის ყურე Shell-ისთვის აშშ-ში პრიორიტეტული რაიონია, რომელიც კომპანიას ქვეყანაში მოპოვებული ნავთობისა და გაზის თითქმის ნახევარს აძლევს. 2013 წლის მონაცემებით, ეს თითქმის 180 000 ბარელი ნავთობის ექვივალენტია დღე-ღამეში.