მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ინფრასტრუქტურული მიმართულებით თანხების ათვისების დინამიკა ყოველ წელს მზარდია

ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ინფრასტრუქტურული მიმართულებით თანხების ათვისების დინამიკა ყოველ წელს მზარდია.

როგორც ცქიტიშვილმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მიმდინარე წელს აღნიშნული მაჩვენებელი 20% იქნება.

„იმის გათვალისწინებით, რომ წლის განმავლობაში ძალიან ბევრი კითხვა და გავრცელებული ინფორმაციაა იმასთან დაკავშირებით, რომ თანხების აუთვისებლობა იყო, საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ გრაფიკი მოგვემზადებინა. 2009 წლიდან მოყოლებული ჩვენს მიერ შედგენილი გრაფიკით ირკვევა, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურაში შემავალი ყველა უწყების მიერ ფაქტობრივად ათვისებული თანხების დინამიკა წლების განმავლობაში მზარდია. 2017 წელს პირველად იყო ფაქტობრივად ათვისებული ხარჯების 40%-მდე ზრდა, უკვე შემოდგომი წლების ზრდა დაახლოებით 20%-ის ფარგლებშია და 2018 წელს მილიარდ 662 მლნ ლარის ათვისება გვქონდა ბიუჯეტში. 2019 წელს ასევე 20%-იანი ზრდა არის დაგეგმილი იმ ფონზე, როცა ჩვენი ჯამური ბიუჯეტი შეადგენს 2 მლრდ ლარს“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.