2019-2023 წლების განმავლობაში 227 კილომეტრი ახალი ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობაა დაგეგმილი,- ამის შესახებ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხდა.
მინისტრის თქმით, საკმაოდ დიდი ინვესტიციები იდება ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობაში და ამის შესახებ ვრცლად ისაუბრა.
„ძალიან დიდი ინვესტიციები იდება ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობაში. ამიტომ, წარმოვადგენ იმ გეგმებს, ეტაპებს თუ როგორ განხორციელდება ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობა. პირველი - აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი არის მარშრუტი წითელი ხიდიდან - სადახლოდან სარფამდე. 2019-2023 წლების განმავლობაში 227 კილომეტრის ახალი ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობაა დაგეგმილი, რომელზეც საორიენტაციოდ 5 მილიარდ 100 მილიონი ლარის ოდენობით ინვესტიცია ჩაიდება. აქედან მიმდინარეობს 77 კილომეტრი მაგისტრალური გზის მშენებლობა, რომელიც ეტაპობრივად სრულდება 2019-2021 წლებში. დაწყებულია სარეაბილიტაციო სამუშაოები 81 კილომეტრ მონაკვეთზე“,- განაცხადა ცქიტიშვილმა.