ამ ფონმა მნიშვნელოვნად არ უნდა დააზარალოს ის საინვესტიციო ფონი, რომელიც არსებობს ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა.
ბიზნესომბუდსმენი ასევე მზაობას გამოთქვამს, რომ პირადად შეხვდეს ბანკის დამფუძნებლებს.
„კიდევ ერთხელ გამოვთქვამ მზაობას პირადად შევხვდე ბანკის დამფუძნებლებს, თუ მას აქვს დეტალური ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომელი უწყებიდან ხდება გარკვეული ზეწოლა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. სხვა ტიპის, გარე მხრიდან გავრცელებულ წერილებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. მე მზად ვარ პირადად მოვისმინო ის საკითხები, რა საკითხებზეც შეიძლება მას ჰქონდეს გარკვეული მოსაზრებები ამ საქმესთან დაკავშირებით. დანარჩენ ნაწილში მე ვეყრდნობი იმ ოფიციალურ განაცხადს, რომელიც პრესკონფერენციაზე გაკეთდა. ყველაზე საყურადღებო ჩემი აზრით, ამ პრესკონფერენციაზე იყო ის, რაც ყველა მხარემ აბსოლუტურად უნდა გავითვალისწინოთ. ეს არის ის, რომ ამ ფონმა მნიშვნელოვნად არ უნდა დააზარალოს ის საინვესტიციო ფონი, რომელიც არსებობს ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით, რადგანაც ნებისმიერმა არასწორად ინტერპრეტირებულმა ინფორმაციამ შეიძლება არასწორი განცდები გამოიწვიოს ინვესტორებში“, - განაცხადა ლექვინაძემ.