„როიტერსის“ ინფორმაციით, გერმანიის ქალაქ შტუტგარტის პროკურატურამ, საავტომობილო კომპანია „დაიმლერის“ წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.
საგამძიებო უწყების ინფორმაციით, გამოძიების საგანს, მწარმოებლის მიერ, დიზელისძრავიანი ავტომობილების მონაცემების შესაძლო გაყალბება წარმოადგენს.
ამ ეტაპზე, გამოძიებას აინტერესებს, „დაიმლერის“ აღმასრულებლები საკუთარ უფლება-მოვალეობებს ხომ არ აჭარბებდნენ. ისინი არ აზუსტებენ, თუ რა დარღვევებზეა ლაპარაკი. თუმცა შესაძლოა, ეს იყოს დარღვევები, რომელთა გამოც, სკანდალი დიზელგეიტი დაიწყო, რომელიც „ფოლკსვაგენს“ ათეულობით მილიარდი დოლარი დაუჯდა.
„დაიმლერის“ წარმომადგენელმა როიტერსს განუცხადა, რომ კომპანია გამოძიებასთან თანამშრომლობს.