„მთის გზების პროგრამის ფარგლებში სამივე მიმართულებაზე მიმდინარეობს 14 მონაკვეთის რეაბილიტაცია და დაპროცესებულია 18 მონაკვეთი, - ამის შესახებ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში საქართველოს დეპატატების მხრიდან მთის გზების პროექტების შესახებ დასმული კითხვების საპასუხოდ განაცხადა.
ირაკლი ქარსელაძის თქმით, მიმდინარე და დაპროცესებული პროექტების დასრულება ეტაპობრივად იგეგმება 2019-2021 წლებში, ხოლო 2019 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია ჯამურად 64 მლნ ლარი.
„საჩხერე-ონის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა - სიგრძე 51,8 კმ, საერთო სავარაუდო ღირებულება - 134 477 721 ლარი, შედგება 7 ლოტისაგან. 3 ლოტი უკვე დაკონტრაქტებულია საიდანაც ამ დროისათვის 1 ლოტზე სამუშაოები თითქმის დასრულებულია. ასევე დაპროცესებულია 4 ლოტი.
ბაღდათი-აბასთუმნის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა - სიგრძე 61,5 კმ, საერთო სავარაუდო ღირებულება 377 947 152 ლარი, შედგება 8 ლოტისაგან. ამ დროისათვის, 4 ლოტი დაკონტრაქტებულია საიდანაც 2 ლოტი უკვე დასრულების ფაზაშია.
დაპროცესებულია დარჩენილი 4 ლოტი სნო-ჯუთა-როშკა-ომალო-ხადორის ხეობა-ბაწარა-ახმეტას საავტომობილო გზის საერთო მანძილი წარმოადგენს 17 ლოტს საერთო სიგრძით 272,5 კმ-ს გრუნტიანი გზა. დაკონტრაქტებულია 7 ლოტი, საიდანაც აქტიური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს 2 ლოტზე შატილამდე ყველა ლოტზე ტენდერი გამოცხადებულია . დარჩენილი 10 ლოტი დაპროცესებულია“ - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ . მთის გზების პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე და დაპროცესებული პროექტების დასრულება ეტაპობრივად იგეგმება 2019-2021 წლებში, ხოლო 2019 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია ჯამურად 64 მლნ. ლარი“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
აღნიშნულ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.