Samsung-მა 2019 წლის ფლაგმანების განახლებული ხაზი წარადგინა (+ფოტო)

აქ არის ყველა მოწყობილობა, რომელიც Samsung-მა ღონისძიება Samsung Unpacked 2019-ზე წარმოადგინა. კომპანიამ 2019 წელი მნიშვნელოვანი სიახლეებით დაიწყო. მათ შორის, ყველაზე მთავარი იყო Samsung Galaxy S10 ხაზის განახლება, სამოდელო გამაში პირველი კეცვადი სმარტფონი, ჭკვიანი საათები და ახალი ყურსასმენები.

Samsung Galaxy S10

Samsung Galaxy S10 - ეს ნამდვილად ჰედლაინი იყო ამ ღონისძიების და მის მიმართ მოლოდინი ყველაზე მაღალი გახლდათ. Samsung-ის ახალი ფლაგმანი ბევრი შთამბეჭდავი სპეციფიკით გამოირჩევა - დაწყებული მისი 6,1-ინჩინიანი QHD+ Dynamic AMOLED მოხრილი ეკრანით, დამთავრებული სამმაგი კამერით, რომელიც დაკომპლექტებულია 16 მპ2,2 ულტრა განიერი ლინზის, 12მპ/2,4 ტელეფოტო ლინზის და 12მპ/1,5და2,4 ლინზის მქონე კამერებით.

მას ასევე აქვს განახლებული დიზაინი, სადაც წინა მხარეს მთლიან ეკრანს ვხედავთ ერთადერთი ხვრელით, სადაც 10- მეგაპიქსელიანი ფრონტალური კამერაა ინტეგრირებული. მას აქვს პირველად მსოფლიოში ულტრასონიკ თითის ანაბეჭდის სკანერი, რომელიც ასევე ინტეგრირებულია ეკრანში.

ის საკმაოდ მძლავრიცაა, არჭურვილია 8GB RAM და 512GB საცავით, ხოლო 3,4000mAh ბატარეები წინამორბედზე მძლავრია. ეს ყველაფერი კი იაფი ნამდვილად არ ღირს. მისი ფასი 899 დოლარია.

Samsung Galaxy S10 Plus

Galaxy S10-თან ერთად კომპანიამ ასევე წარმოადგინა უფრო დიდი ზომის Galaxy S10 Plus. ეს არის 6.4-ინჩიანი QHD+ AMOLED ეკრანის მქონე მოწყობილობა, თუმცა აქ მხოლოდ ეკრანის სიდიდეში არ არის სხვაობა.

მას წინა მხარეს მეორე კამერაც აქვს დამატებით 8 მეგაპიქსელით. მისი ელემენტიც უფრო მძლავრია - 4,100mAh და ოპერატიული სიმძლავრეც შესამჩნევად ძლიერი 12GB RAM და 1TB საცავი.

მხოლოდ წინ დამატებული მეორე კამერა თუ განასხვავებს მას სტანდარტული მოდელისგან, დანარჩენი ვიზუალური მსგავსება იდენტურია. ამ მოდელის ფასი 999 დოლარია.

Samsung Galaxy S10e

თუ თქვენთვის Galaxy S10 და Galaxy S10 Plus-ის ფასები მიუწვდომელია, მაშინ კომპანია გთავაზობთ ე.წ. ბიუჯეტურ Samsung Galaxy S10e-ს, მოწყობილობას, რომელიც პრაქტიკულად ყველა ტექნოლოგიას გთავაზობს, რასაც მისი ძვირადღირებული „ძმები“.

მას აქვს 5,8-ინჩიანი Full HD+ AMOLED ეკრანი, რომელიც გადახრილზე უფრო მეტად სწორ ზედაპირიანია. აქვს ორი კამერა 16MP f/2.2 ულტრა-განიერი ლინზით და 12MP ვარირებადი ლინზით – ამიტომ ის რა თქმა უნდა, მთლად ისეთი მაღალხარისხიანი ვერ არის როგორც ძვირადღირებულ მოდელებში. რაც შეეხება „გულს“, აქ ვხვდებით 6GB ან 8GB ოპერატიულ სისტემას და 256 საცავს. მისი ელემენტების სიმძლავრეა 3,100mAh, ხოლო თითის ანაბეჭდის სკანერი აქვს არა ეკრანში ინტეგრირებული, არამედ გვერდზე. მისი ფასი 749 დოლარია.

Samsung Galaxy S10 5G

ეს კი პრემიუმ მოდელია Samsung Galaxy S10 მოდელებს შორის და როგორც მიხვდით მას 5G ქსელის მხარდაჭერა აქვს.

ის ასევე გამორჩეულია უზარმაზარი 6.7-ინჩიანი ეკრანით და 4,500mAh ელემენტით, მის უკან ოთხი კამერა გვხვდება. მასშია ინტეგრირებული 3D სენსორული კამერა, რომელიც აუგმენტური და ვირტუალური რეალობის, ასევე სახის ამოცნობისთვის გამოიყენება.

აქვეა 3D სენსორული წინა კამერაც ჩვეულებრივ 10-მეგაპიქსელიან კამერასთან ერთად.

Galaxy S10 5G აღჭურვილია 8GB RAM, და 256GB საცავით. მისი გაყიდვები წლის ბოლომდე არ დაიწყება, ვიდრე არ დაინერგება 5G ქსელი.

Samsung Galaxy Fold

ეს კი ნამდვილი სიახლეა - Samsung Galaxy Fold არის ყველაზე ამბიციური პროდუქტი Galaxy S10 მოდელებს შორის. ეს არის კომპანიის პირველი კეცვადი სმარტფონი.

მისი ეკრანი დაკეცილ მდგომარეობაში არის 4,6 ინჩიანი ხოლო გადახსნილ მდგომარეობაში 7,3-იანი. შედეგად ის ითავსებს როგორც ტელეფონის, ასევე ტაბის ფუნქციას. მისი სიმძლავრეც ყველაზე შთამბეჭდავია - 12GB ოპერატიული სისტემა და 512 საცავი. მისი ელემენტიც 4,380mAh სიმძლავრისაა და ოპციურად გააჩნია 5G მხარდაჭერაც.

Galaxy Fold 6 კამერით გამოვიდა - სამი უკან, ორი შიგნით და ერთი გარედან წინ. მისი ფასიც შთამბეჭდავია და 1,980 დოლარიდან იწყება.

სმარტფონების გარდა კომპანიამ ასევე წარმოადგინა ჭკვიანი საათების სერია Samsung Galaxy Watch Active და Samsung Galaxy Fit / Galaxy Fit E, ასევე ახალი თაობის ყურსასმენები Samsung Galaxy Buds.

კოკა კვირკველია