SpaceX-მა  NASA-ს ტენდერი წააგო -  ილონ მასკი გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

ილონ მასკმა და მისმა კომპანიამ SpaceX-მა წაგებული ტენდერის გამო NASA-ს სასამართლოში უჩივლეს. მისთვის გაუგებარია, რატომ შეაჩერა NASA -მ არჩევანი მის კონკურენტზე იუპიტერის თანამგზავრების სამეცნიერო მისიაში მონაწილეობისთვის, მაშინ როცა SpaceX-ის რაკეტა 30%-ით იაფი ღირს.

NASA-ს გადაწყვეტილებით 2021 წლისთვის იუპიტერის ასტეროიდებთან აპარატ Lucy-ის გაშვებაზე გამოცხადებულ ტენდერში კომპანიამ United Launch Alliance (ULA) გაიმარჯვა, რომელიც გახლავთ Boeing და Lockheed Martin-ის ერთობილი კორპორაცია და ილონ მასკის კონკურენტი კომპანია.

ილონ მასკის კონკურენტის მისია შეფასებული ჰქონდათ 148,3 მილიონ დოლარად, ხოლო SpaceX ამავე მისიაში 30%-ით ნაკლებს ითხოვდა. შედეგად, ილონ მასკი და მისი კომპანია სასამართლოში დავას აპირებენ. განაჩენი არაუგვიანეს 22 მაისს უნდა გამოცხადდეს.

კოკა კვირკველია