სოციალური ქსელი Instagram-ი ახალ სერვისზე მუშაობს, რომელიც შემოწირულობებს შეაგროვებს. ამის შესახებ პორტალი The Verge, მობილური მოწყობილობების სფეროს ექსპერტ ჯეინ მანჩუნ ვონგზე დაყრდნობით წერს.
ამ ფუნქციის მუშაობის დეტალები ჯერ არ ხმაურდება, თუმცა სავარაუდოდ, საუბარია ფუნქცია Stories-ში განთავსდეს სპეციალური სტიკერი, რომელშიც ინტეგრირებული იქნება რომელიმე საქველმოქმედო ორგანიზაციის ლინკი.
მასზე დაჭერის შემთხვევაში მომხმარებლები პირდაპირ შეძლებენ შემოწირულობის განხორციელებას.