დღეს „თიბისის“ აქციების ღირებულება 8,6%-ით გაიზარდა

დღეს ლონდონის საფონდო ბირჟაზე „თიბისის“ აქციების ღირებულება 8,6%-ით გაიზარდა.

კერძოდ, ბირჟის გახსნის მომენტში „თიბისის“ აქციის ფასი 13,02 გირვანქა სტერლინგი იყო, დღის ბოლოს კი ერთი აქციის ფასმა 14,15 გირვანქა სტერლინგი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, მას შემდეგ რაც „თიბისის ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოში მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება გავრცელდა, „თიბისი ბანკის ჯგუფის“ აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე ეცემოდა. მხოლოდ 14 თებერვალს, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების გავრცელების დღეს, „თიბისის“ აქციების ფასი 7%-მდე შემცირდა.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ პარალელურად, ბოლო დღეებში მნიშვნელოვნად შემცირდა „თიბისის“ საბაზრო კაპიტალიზაციაც. 15 თებერვლიდან კაპიტალიზაცია 30.38 მლნ გირვანქა სტერლინგით არის შემცირებული. ამ ეტაპზე „თიბისის“ საბაზრო კაპიტალიზაცია 699,75 მლნ გირვანქა სტერლინგია.