მფრინავი ბორანი, ქუჩის ესკალატორი და ავტობუსი ამფიბია - მსოფლიოს 10 უჩვეულო ტრანსპორტი (+ფოტო)

მფრინავი ბორანი, მიწისქვეშა ტრამვაი და ქუჩის ესკალატორი - ყველაზე უჩვეულო სატრანსპორტო საშუალებებია, რომლებსაც მსოფლიოს გარშემო მოგზაურობისას სხვადასხვა ქვეყანაში შეხვდებით.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ჩვენი პლანეტის 10 ყველაზე უჩვეულო ტრანსპორტს.

მიწისქვეშა ტრამვაი - რუსეთი

მგზავრობის ხანგრძლივობა - 40-50 წუთი

ჰიბრიდული ტიპის ტრანსპორტი - ტრამვაი ვოლგოგრადის ქუჩებში მიწის ქვეშ მოძრაობს, იგი 7-დან 17 კილომეტრამდე გზას გადის. აქ ყველაფერი ისეა, როგორც ნამდვილ მეტროში, თავისი გადასასვლელებით და ესკალატორებით. ყოველწლიურად მიწისქვეშა ტრამვაით თითქმის 50 მილიონი ადამიანი მგზავრობს.

ქუჩის ესკალატორი - ჰონკონგი

მგზავრობის ხანგრძლივობა - 25 წუთი

ჰონკონგში ავტომობილების რაოდენობის ზრდის შემდეგ, მთელ მსოფლიოში ყველაზე გრძელი ესკალატორი გააკეთეს, რომელიც დღის სხვადასხვა მონაკვეთში სხვადასხვა მიმართულებით მოძრაობს. ტრანსპორტი 6-დან 10 საათამდე ქვევით მოძრაობს, ხოლო თორმეტის ნახევრიდან შუაღამემდე - ზევით ადის. ესკალატორის საერთო სიგრძე 800 მეტრია. ყოველდღიურად ქუჩის ესკალატორს 60 ათასი ადამიანი გადაჰყავს, თუმცა ეს გზა არამარტო ადგილობრივებში, არამედ ტურისტებშიც პოპულარობით სარგებლობს.

ავტობუსი ამფიბია - გერმანია

მგზავრობის ხანგრძლივობა - 80 წუთი

მსოფლიოს 17 ქალაქში არსებობს ტურისტული წყლის ავტობუსები, რომლებიც მდინარეში მოძრაობენ. ჰამბურგში ასეთი რეისები რეგულარული გახდა. ამფიბია ავტობუსები არამარტო ტურისტებს, არამედ ადგილობრივებსაც ემსახურება. ავტობუსი წყალგამძლეა და წყალში 13 კილომეტრ სიჩქარით მოძრაობს.

ყველაზე მოკლე ფრენა - დიდი ბრიტანეთი

მგზავრობის ხანგრძლივობა - 2 წუთი

მსოფლიოში უმოკლესი ფრენაა, რომელიც 2 წუთი გრძელდება და კუნძულებს ერთმანეთთან აკავშირებს. მანძილი 2.8 კილომეტრია. მგზავრების გადაყვანას 8 თვითმფრინავი ახორციელებს და ძირითადად კუძულის ტურისტებს ემსახურება.

დაკიდული ბორანი - ესპანეთი

მგზავრობის ხანგრძლივობა - 1.5 წუთი

საჰაერო ბორანი, რომელიც ესპანეთსა და პორტუგალიას ერთმანეთს აკავშირებს მდინარე ნერვონზე გადადის. ის მე-19 საუკუნის ბოლოს აშენდა. იგი 8 წუთში ერთხელ დადის და 10-მდე ადამიანი გადაჰყავს.

ყველაზე გრძელი გზა: ტრანს ციმბირის რკინიგზა

მგზავრობის ხანგრძლივობა - 6 დღე და 2 საათი

ამ მარშუტზე ყველაზე სწრაფი მატარებელია. 6 დღის განმავლობაში მატარებლის ფანჯრიდან თქვენ შეგიძლიათ თითქმის მთელი ქვეყანა იხილოთ. მანძილი - 9288 კმ, გაივლის 87 ქალაქსა და 16 დიდ მდინარეს.

ყველაზე მკაცრი მარშრუტი: პილატუსბანი, შვეიცარია

მგზავრობის ხანგრძლივობა - 30 წუთი

ეს რკინიგზა სიგრძით ვერ დაიკვეხნის, ის სულ რაღაც 4.6 კილომეტრია, მაგრამ მსოფლიოში ყველაზე რთული მარშრუტია. ის ყველაზე ესტრემალური ტრანსპორტის ტიტულსაც იმსახურებს, რადგან უფსკრულის ზღვარზე გადის. მატარებელი 9-12 კილომეტრ სიჩქარით მოძრაობს.

ყველაზე ექსტრემალური: საბაგირო გზა

მოგზაურობის ხანგრძლივობა - 40 წუთი

თიანმენის მთა ჟანჯიჯიის ეროვნულ პარკში მდებარეობს. საბაგიროს სიგრძე 7.5 კილომეტრია, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით ღრუბლებში შედის. ვისაც ადრენალინი იზადავს, გზა მართლაც შთამბეჭდავია.

ყველაზე გრძელი საბაგირო

მგზავრობა ხანგრძლივობა - 2 საათი

მსოფლიოში ყველაზე გრძელი და ყველაზე მაღალი საბაგირო გზის მანძილი 12.5 კილომეტრია და ზღვის დონიდან 5 ათას მეტრზე მდებარეობს. საბაგირო გასვლას ქალაქის ცენტრიდან იწყებს, გზაში თქვენ შეგიძლიათ იხილოთ თოვლით დაფარული მწვერვალები, ტყეები, მდინარეები და ტბები. მოგზაურებს ბორნით მგზავრობას დილით ურჩევენ.

ყველაზე გრძელი ტროლეიბუსის მარშრუტი - ყირიმი

მგზავრობის ხანგრძლივობა - 3 საათი

თითქმის 60 წელია მგზავრები ტროლეიბუსის ყველაზე გრძელი მარშუტით სარგებლობენ. აეროპორტიდან იალტამდე მანძილი 96 კილომეტრია.

ლიკა ამირაშვილი