ყველაზე ინოვაციური კომპანიების რეიტინგში Apple-მა პირველიდან მე-17 ადგილზე გადაინაცვლა

ამერიკულმა ბიზნესგამოცემა Fast Company-მ 50 ინოვაციური კომპანიის შესახებ ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა. წლევანდელ ჩამონათვალში გასული წლების ლიდერი Apple მხოლოდ მე-17 ადგილზეა.

რაც შეეხება წლევანდელ ლიდერს, პირველ ადგილზე გავიდა რესტორნების, სასტუმროების და ბილეთების უნივერსალური ბუქინგი - Meituan Dianping. გასული წლის პირველი ნახევრის განმავლობაში ამ კომპანიამ 27,7 მილიარდის ტრანზაქცია განახორციელა, სულ 33,8 მილიარდი დოლარის.

მეორე ადგილზეა ტაქსით მომსახურების სინგაპურული სერვისი Grab, რომელმაც რეგიონიდან გასულ წელს განდევნა Uber-ი. კომპანიას 130 აქტიური მომხმარებელი ჰყავს, ონლაინ-შეკვეთებს არამხოლოდ ტაქსებზე აკეთებენ, არამედ ბილეთებსაც ჯავშნიან და ერთმანეთს ფულსაც ურიცხავენ. 2018-ში Grab-მა 1 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა და 3 მილიარდის ინვესტიცია მოიზიდა. წელს სერვისი აპირებს ჩართოს ჩინეთის ციფრული ჯანდაცვის გიგანტი - კომპანია Ping An-ის მომსახურება.

მესამე ადგილზეა NBA სტრიმინგ სერვისი, რომელმაც გასულ წელს ხელმომწერთა რაოდენობა 65%-ით გაზარდა და მისმა ჯამურმა შემოსავალმა 25%-ით მოიმატა. ეს კომპანია 2018 წელს ახდენდა NBA 2K League-ს თამაშების ტრანსლირებას, ასევე კიბერსპორტის თამაშებისას, რომელშიც 21 გუნდი მონაწილეობდა.

მეოთხე ადგილზეა Walt Disney Company. კომპანია საკუთარი სერვისები განაახლა, რათა განავითაროს კონტენტი და არ მოახდინოს Netflix-ის კონტენტის ტრანსლირება.

გასული წლის ლიდერებიდან - Apple, Netflix და Square — მხოლოდ Square შემორჩა ტოპ ათეულს და მერვეზეა წლევანდელ რეიტინგში. ეს არის საგადსახადო სერვისი უკონტაქტო გადახდებისთვის. Netflix-ი კი საერთოდ ვერ მოხვდა რეიტინგში.

ათეულში მოხვედრილ დანარჩენ კომპანიებს შორისაა - ტანსაცმლის გაყიდვის სერვისი Stitch Fix, ფერმერული რესტორნების ქსელი Sweetgreen, ხილისა და ბოსტნეულის დამცავი Apeel Sciences, შვრიის რძე შვედეთიდან Oatly და ვიდეოსერვისი Amazon Twitch.

კოკა კვირკველია