თურქეთი საქართველოსთვის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. 2019 წლის იანვარში თურქეთთან სავაჭრო ბრუნვის მოცულობამ 112 მლნ დოლარი შეადგინა.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ტოპ-5 პროდუქტს, რომელსაც ყველაზე დიდი რაოდენობით ვყიდით თურქეთში და ასევე, რომელიც იქიდან შემოგვაქვს.
2019 წლის იანვარში საქართველოდან თურქეთში გატანილი უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფი იყო - სპილენძის მადნები და კონცენტრატები, რომლის ექსპორტმაც 7.1 მლნ დოლარი შეადგინა. მას მოსდევს ნახევარფაბრიკატები ნახშირბადიანი ფოლადისაგან - 2.3 მლნ დოლარით, მე-3 ადგილზე გავიდა მაისურები, თბილი კვართები და სხვა ტრიკოტაჟის ნაწარმი, რომელიც 2.2 მლნ დოლარი იყო, მე-4 ადგილზეა კოსტუმები, კომპლექტები, ტრიკოტაჟის, ნაქსოვი, მამაკაცისა ან ბიჭის - 1.2 მლნ დოლარი, მე-5 ადგილზეა ფეროშენადნობები - 1.1 მლნ დოლარით.
რაც შეეხება თურქეთიდან იმპორტს, 2019 წელს უმსხვილესი საიმპორტო ჯგუფი დაფასოებული მედიკამენტები იყო. აღნიშნული პროდუქტის იმპორტმა კი 4.5 მლნ დოლარი შეადგინა. მას მოსდევს 2.9 მლნ დოლარით მზა ნაწარმი სხვა, ტანსაცმლის თარგების ჩათვლით, მე-3 ადგილზე კი რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები გავიდა, რომლის იმპორტმაც 2.9 მლნ დოლარი შეადგინა. მე-4 ადგილზეა მეტალოკონსტრუქციები შავი ლითონებისაგან - 2.5 მლნ დოლარით და ხუთეულს ასრულებს მავთულები და იზოლირებული, კაბელები 2.4 მლნ დოლარით.