გაზაფხული საუკეთესო დროა მოგზაურობისთვის, ეს არის სეზონი შუალედური ტემპერატურით, უამრავი ფესტივალით და სასიამოვნო მიმართულებებით მსოფლიოს მასშტაბით.
ტურისტული კომპანია Oktravel-ი იმ მიმართულებას ასახელებს, რომლის ნახვაც მარტშია იდეალური.
ბუენოს აირესი- გაზაფხულზე თბილ დღეებს და გრილ ღამეებს გთავაზობთ, თუ სანაპიროზე გასასვლელი ამინდი არ დაგემთხვათ, ველოსიპედით სასეირნოდ იდეალური ამინდებია, გირჩევთ შემოიაროთ ქუჩები და გაეცნოთ ქალაქის მრავალფეროვან კულტურას, მოგეხსენებათ ბუენოს აირესი ლათინური ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი და მრავალეთნიკური ქალაქია. თქვენ საშუალება გექნებათ იხილოთ, როგორც სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე ადამიანები, ასევე გაეცნოთ სხვადასხვა ეთნიკურ კულტურას და სამზარეულოს. თქვენ შეგიძლიათ დააგემოვნოთ სამხრეთ ამერიკის ყველაზე გემრიელი პიცა და ნაყინი. გაერთოთ ატრაქციონებით ან ისეირნოთ ფერად ქუჩებში. ქალაქის მთელს ტერიტორიაზე ველოსიპედით გადაადგილებაა შესაძლებელი, იქ სეირნობისას კი უამრავ მეგობარს გაიჩენთ.
ჩიკაგო-მარტს ჩიკაგო ზამთრის სიცივეების ტყვეობიდან გამოჰყავს. გაზაფხულის მოსვლა კი უამრავ ფესტივალთან ასოცირდება, განსაკუთრებულ ყურადღებას კი კინოფესტივალები იპყრობს. ქალაქს მეორენაირად „ქარის ქალაქსაც“ უწოდებენ. მოსახლეობით მესამე უდიდესი ქალაქი აშშ-ში ნიუ-იორკისა და ლოს-ანჟელესის შემდეგ. ქალაქი განლაგებულია მიჩიგანის ტბის სანაპიროზე – დღევანდელ დღეს ის წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ დიდ ფინასურ – ინდუსტრიულ ცენტრს. ჩიკაგოს არა მარტო ისტორიულ ცენტრში, არამედ მის გარეუბნებშიც შეგიძლიათ ნახოთ 108 სართულიანი ცათამბჯენები, მათ შორის ყველაზე მაღალი 400 მ-მდე აღწევს სიმაღლეში. ქალაქში არის უთვალავი რაოდენობის მობილური ხიდი. ასევე ჩიკაგო აღიარებულია ბლუზის მსოფლიო ცენტრად. ქალაქის სტუმრებს ყველაზე მეტად ჩიკაგოს ლიფტით მონახულება იზიდავთ. აქედან ღამის ნებისმიერ დროს იშლება აშშ-ს ყველაზე დიდი, მიჩიგანის ტბის და ქალაქის ულამაზესი ხედები. უსწრაფესი ლიფტით გასეირნების შემდეგ შეიძლება გავემართოთ მიჩიგან ავენიუს მიმართულებით, რომელიც ასევე ცნობილია როგორც Magnificent Mile. ქალაქის ამ მთავარ ქუჩაზე შეიძლება ნახოთ ყველაზე ლამაზი შენობები, მაღაზიები და სასტუმროები. ასევე იხილეთ ჩიკაგოს სამხატვრო მუზეუმი და ადგილობრივი აკვარიუმი.
ფილიპინებში მთავარი მოვლენები, სწორედ მარტიდან ვითარდება, ამ პერიოდში მანილაში კარგი სითბოა და სამოგზაუროდ საკმაოდ პოპულარული და იდეალური სეზონი, განსაკუთრებით წმინდა კვირაში, აღდგომამდე. ფილიპინები 7000 კუნძულისგან შედგება, და გაზაფხულის პერიოდში მათი სანაპიროები ნამდვილი სამოთხეა, ზოგიერთ კუნძულზე საკმაოდ ცნობილი და კომფორტული პლაჟებია.
ტურისტებს იზიდავს კუნძული სებუ, რომელიც 100 კვადრატულ კილომეტრზე პატარაა, ეს კუნძული ხელუხლებელი და მიმზიდველია. კუნძული ცნობილია თავისი თეთრი ქვიშებით, ფირუზისფერი წყლებით და მყუდრო ატმოსფეროთი. უნდა აღინიშნოს, რომ კუნძულზე არ არის ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო.
თუ თქვენ შედარებით ძვირ და კომფორტულ ადგილს ეძებთ მაშინ ბორაკაის უნდა ესტუმროთ, ეს ტროპიკული სამოთხე ნამდვილ დღესასწაულს გპირდებათ, აქ შეხვდებით ხუთვარსკვლავიან ოაზისებს და სპა ცენტრებს.
მანილაში შეგიძლიათ დააგემოვნოთ ადგილობრივი სამზარეულოს დელიკატესები და გაეცნოთ მის უნიკალურობას და საუცხოო გემოს.