აზერბაიჯანის პრეზინდეტმა ილჰამ ალიევმა ხელი მაოწერა კანონს „კასპიის ზღვის სამართლებრივი სტატუსის დამტკიცების შესახებ“.
როგორც ქვეყნის ხელმძღვანელის ვებგვერდზე ვკითხულობთ, კანონი გადაეგზავნება ქვეყნის მთავრობას, რათა მოახდინოს ამ კანონის სხვა ნორმატიულ სამართლებრივ აქტებთან თანხვედრა.
კასპიის ზღვის შესახებ კონვენციას აზერბაიჯანმა, ირანმა, რუსეთმა, ყაზახეთმა და თურქმენეთმა კასპიის სამიტის ფარგლებში 2018 წლის 12 აგვსიტოს ყაზახეთის ქალაქ აქტაუში მოაწერეს ხელი.
შედეგად კი კასპიის წყლების საზღვარი განისაზღვრა შიდა და ტერიტორიულ წყლებად, სარეწაო ზონებად და საერთო სივრცეებად. კასპიის ფსკერი კი სხვადასხვა სექტორებად დაიყოფა. ასევე განისაზღვრება კასპიის ზღვაზე საჰაერო სივრცე. კონვენცია უკრძალავს ხელისმომწერი ქვეყნების გარდა სხვა ქვეყნებს იქ სამხედრო შეიარაღების ქონას.