„ინგლისის ბანკი“ „ოქროს სკანდალის“ ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოხვდა. ძვირფასი მეტალების ანალიტიკოსი კომპანია BullionStar-იდან რონ მენლი დარწმუნებულია, რომ „ინგლისის ბანკი“ ახორციელებს ოპერაციებს სხვა ქვეყნების კუთვნილი ოქროთი, რომლებიც მან შენახვისთვის მიიღო. სიტუაციას ართულებს ის ფაქტი, რომ მსგავსი ოპერაციების შესახებ ინფორმაცია არ ხმაურდება.
2013 წელს „ინგლისის ბანკმა“ „ავტრალიის სარეზერვო ბანკს“ უფლება მისცა ეწარმოებინა აუდიტი მარაგების ნაწილში, თუმცა მისი შედეგები გასაიდუმლოებულია. ყველაზე მთავარი ამ ტიპის დოკუმენტებში არის ზოდების წონის შესახებ ინფორმაცია, რომელიც აქამდეც ასევე არასოდეს გახმაურებულა.
როგორც რონ მენლი აცხადებს, ამ დროისთვის უბრალოდ შეუძლებელია იმის დადგენა, რა რაოდენობის ოქრო ინახება „ინგლისის ბანკში“. სპეციალისტის განცხადებით, ამ ინფორმაციის მიღება დღეისათვის შეუძლებელია. დახურული ინფორმაციის ფონზე კი ის ეჭვს გამოთქვამს, რომ ლონდონი ამ ოქროთი სხვადასხვა ოპერაციებს ახორციელებს. ამის დასტურად კი მოიყვანა მაგალითი რომ ცოტა ხნის წინ ლონდონმა უარი უთხრა ვენესუელას მისივე ოქროს დაბრუნებაზე.