ნოდარ ხადურმა ექსპერტებს ეკონომიკაში დაფიქსირებული დადებითი ტენდენციები გააცნო

ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის განცხადებით, ექსპერტებთან შეხვედრაზე ღია საუბარი შედგა და მათი მოსაზრებები გაიზიარა.

როგორც ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს მრჩეველთა საბჭოს წევრებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა, ექსპერტებმა მიიღეს ინფორმაცია, რომ ივნისში დღგ-ს გადამხდელი საწარმოების ბრუნვა იყო 11%-ით გაზრდილი შარშანდელთან შესაბამის პერიოდთან შედარებით.

"ექსპერტებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია, რომ საგადასახადო შემოსავლების გეგმა ექვსი თვის განმავლობაში არის 103%-ით შესრულებული ბიუჯეტის შესაბამის პროგნოზებთან შედარებით. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ზრდა არის ეკონომიკის რეალურ სექტორში. დაახლოებით 28%-იანი ზრდა არის მშენებლობაში, ზრდა არის სოფლის მეუნეობაში, მრეწველობაში. ეს მაჩვენებლები ერთად გავაანალიზეთ და აღინიშნა, რომ ეს მაჩვენებლები ძალიან იმედის მომცემია და ქვეყანა გააგრძელებს აღმავლობას", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.