2021 წლიდან წყლის მომხმარებელთა არასაყოფაცხოვრებო და საყოფაცხოვრებო ტარიფი გათანაბრდება და ერთ კუბურ მეტრზე დაახლოებით 1 ლარის ფარგლებში იქნება, - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრმა გიორგი ფანგანმა განაცხადა.
მისივე თქმით, არსებული კანონმდებლობის მიხედვით, არასაყოფაცხოვრებო ტარიფი ასუბსიდირებს საყოფაცხოვრებო მომხმარებლებს, რის გამოც ტარიფებს შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა.
ამჟამად, საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის წყალმომარაგების მომსახურების ტარიფი ერთ კუბურ მეტრზე 32 თეთრს, ხოლო ასასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის - 4 ლარსა და 40 თეთრს შეადგენს.
2021 წლისთვის ცვლილება შევა „ელექტროენერგეტიკის და ბუნებრივი გაზის შესახებ“ კანონში, რის შედეგადაც ტარიფები გათანაბრდება.
როგორც გიორგი ფანგანმა განმარტა, ცვლილების შედეგად, მცირედით გაიზრდება საყოფაცხოვრებო და სერიოზულად შემცირდება არასაყოფაცხოვრებო ტარიფი.