„ზუსტად ვიცი, რომ კობა გვენეტაძე ერთ თვეში თანამდებობიდან წასვლას აპირებს“

„ზუსტად ვიცი, რომ კობა გვენეტაძე ერთ თვეში თანამდებობიდან წასვლას აპირებს“ .

ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.

„ბიზნესპრესნიუსი“ მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„კობა გვენეტაძე ყველაზე სამარცხვინო სამარცხვინოთა შორის. პ.ს. ერთ თვეში ნინო გვენეტაძესავით მაგ თანამდებობიდან რომ გაიპარებით (ზუსტად ვიცი რომ აპირებთ) საფლავამდე ჩამოგყვებით და ვერცერთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტში ვერ დაიწყებთ მუშაობას. დღევანდელი დღის "სურნელს" და სუსხს კიდევ დიდი ხანი იგრძნობთ,“-წერს უგულავა.