როგორ შეიცვალა საქართველოში სასტუმროს ფასების ინდექსი ერთ წელიწადში

2019 წლის იანვარში, 2018 წლის იანვართან შედარებით, საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 2.6%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ორგანიზაცია PMCG-ის კვლევაშია აღნიშული.

მათივე ინფორმაციით, რეგიონებს შორის სასტუმროს ფასები ყველაზე მეტად აჭარაში (19.2%) და სამცხე-ჯავახეთში (6.2%) გაიზარდა.

„აღსანიშნავია, რომ 2018 წელს უცხოელი ვიზიტორების მიერ ყველაზე მეტი ვიზიტი თბილისსა და ბათუმში განხორციელდა. 2019 წლის იანვარში, 2018 წლის იანვართან შედარებით, თბილისში სასტუმროს ფასები 4.6%- ით შემცირდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასები - 4.8%-ით, ხოლო საოჯახო სასტუმროების ფასები - 3.8%-ით. რაც შეეხება ბათუმს, 2019 წლის იანვარში, 2018 წლის იანვართან შედარებით, სასტუმროს ფასები 23%-ით გაიზარდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს ფასები - 34%-ით, ხოლო საოჯახო სასტუმროების ფასები 0.3%-ით“,-აღნიშნულია კვლევაში.

ამავე კვლევის მიხედვით, 2019 წლის იანვარში, 2018 წლის დეკემბერთან შედარებით, საქართველოში სასტუმროს ფასების ინდექსი 3.9%- ით შემცირდა.

ამასთან, საქართველოს ათ რეგიონსა და თბილისს შორის სასტუმროს ფასები მხოლოდ რაჭაში გაიზარდა.

რაც შეეხება შემცირებას, თბილისში სასტუმროს ფასების კლებამ 4.2% შეადგინა.

ნინი ქეთელაური
როგორია სასტუმროს ფასები საქართველოში
თბილისში booking.com-ზე დარეგისტრირებული სასტუმროების რაოდენობა 46%-ით გაიზარდა