Fuckup Book-ის ქართული გამოცემის წარდგენა ღონისძიების - Fuckup Nights ფარგლებში მოხდება

28 თებერვალს, 20:00 საათზე „ფაბრიკაში“ (ეგნატე ნინოშვილის ქ. #8) ღონისძიების - Fuckup Nights ფარგლებში Fuckup Book-ის ქართული გამოცემის წარდგენა მოხდება.

წიგნი Tbilisi Startup Bureau-სა და გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ ბიზნესლიტერატურის პროექტის - „ლურჯი ოკეანის“ თანამშრომლობის ფარგლებში გამოიცა.

ეს არის წიგნი მარცხის ისტორიებზე. აქ შეხვდებით 12 საუკეთესო ამბავს, რომლებიც Fuckup Nights-ზე გაჟღერებულა; ასევე, წარუმატებლობის 24-პუნქტიან ცნობილ მანიფესტს და კვლევის შედეგებს, ბიზნესსფეროში ყველაზე გავრცელებულ წარუმატებლობათა მიზეზების შესახებ. Fuckup Book Fuckup Nights-ის მოძრაობის ნაწილია.

Fuckup Nights არის გლობალური მოძრაობა და ღონისძიებების სერია, რომელიც პროფესიული მარცხის ისტორიებს გადმოსცემს. თვეში ერთხელ, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში 3-4 წარმატებული ადამიანი საკუთარ საქმიან წარუმატებლობას ფართო აუდიტორიას უზიარებს. ეს მოძრაობა 2012 წელს, მექსიკაში დაიწყო და დღეს, უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 84 ქვეყანასა და 300-ზე მეტ ქალაქში მიმდინარეობს.

Fuckup Nights არის მეწარმეებისთვის, ბიზნესმენებისთვის, აღმასრულებელი დირექტორებისთვის, მენეჯერებისთვის, შემოქმედებითი პროფესიონალებისთვის, სტუდენტებისთვის - ყველასთვის, ვისაც სურს, ისწავლოს სხვის შეცდომებზე და გაატაროს დრო კარგ გარემოში, საინტერესო ადამიანებთან ერთად.

Fuckup Night-ზე სპიკერები იქნებიან ადამიანები, რომელთაც განიცადეს მარცხი არ დანებდნენ, შეცდომებზე ისწავლეს და მოძრაობა გააგრძელეს.

ღონისძიება ორგანიზებულია Tbilisi Startup Bureau და Impact Hub Tbilisi პარტნიორობით და მხარდაჭერილია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო / GITA და თბილისის ღამის ეკონომიკა / Tbilisi Night Economy.

ღონისძიების ბმული: https://www.facebook.com/events/232071587740862/

ღონისძიების მასპინძელია Fabrika • ფაბრიკა. Fuckup Nights Tbilisi vol. 10-ის პარტნიორები არიან: Friedrich Naumann Foundation for Freedom South Caucasus, Grant Thornton Georgia, Kedari Ventures • კედარი ვენჩერს, ლურჯი ოკეანე • Blue Ocean წარმატების ბიბლიოთეკა, UniPAY, Wolt, Snap Fitness Georgia, ქარვა • Karva და adjaranet.com.

ღონისძიების მედია პარტნიორები არიან Marketer.ge, Entrepreneur Georgia, AT.ge, ინდიგო • Indigo, bpn.ge • ბიზნესპრესნიუსი და რადიო შოკოლადი.