ხელოვნური ინტელექტის მიერ დაშვებული შეცდომა მსხვილ კომპანიებს ძვირად უჯდებათ. ამის შესახებ რუსული "სბერბანკის" ხელძღვანელმა გერმან გრეფმა მოსკოვის ერთ-ერთ კერძო სკოლაში სტუმრობისას განაცხადა.
ბანკირმა აღიარა, რომ სწორედ ხელოვნური ინტელექტის მიერ დაშვებული შეცდომის გამო ბანკმა 1 მლრდ რუბლი, დაახლოებით 15,1 მლნ დოლარი დაკარგა.
"ჩვენს პრაქტიკაში ძალიან ბევრი ფული დავკარგეთ. სისტემამ დაუშვა პატარა შეცდომა, რამაც დიდი და ცუდი შედეგი გამოიწვია. ჩვენ ამის გამო მილიარდობით რუბლი დავკარგეთ",-განაცხადა გრეფმა.
როგორც rbc-ს ბანკის პრესსამსახურში განუცხადეს, საუბარი ეხება არა პირდაპირ დანაკარგს, არამედ იმ შემოსავალს, რომელიც ბანკს უნდა მიეღო. ბანკში ასეე განაცხადეს, რომ სისტემატურად მუშაობენ სისტემაში ხელოვნური ინტელექტის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით.
„სბერბანკი“ ხელოვნურ ინტელექტს აქტიურად იყენებს. ბანკმა ის საპილოტე რეჟიმში 2018 წლის თებერვალში ჩაუშვა.