ავლაბარში ახალი სკვერი შენდება

ვლაბარში, ქეთევან წამებულის გამზირზე, N76 და N76-ა კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე, ისნის გამგეობა სკვერს მოაწყობს.

დედაქალაქის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, სკვერი ავტოფარეხების დემონტაჟის სანაცვლოდ მოეწყობა. პროექტის ღირებულება კი 87 890 ლარია.

მათივე ინფორმაციით, შესაბამისი სამუშაოები ივნისში დასრულდება.