Decathlon-მა საფრანგეთში სპორტული ჰიჯაბების გაყიდვები შეწყვიტა

ფრანგული სპორტული ტანსაცმლის მწარმოებელმა კომპანიამ Decathlon-მა საფრანგეთში ქალი მძლეოსნებისთვის სპორტული ჰიჯაბების გაყიდვების დაწყება გადაიფიქრა. ამის მიზეზი საზოგადოების კრიტიკა გახდა.

კომპანიამ განაცხადა, რომ პროდუქციის წარმოებაზე უარის თქმა შეაჩერებს „შეუარცხყოფის ტალღას“ და „უპრეცედენტო საფრთხეებს“.

„ჩვენი გადაწყვეტილებაა არ მოხდეს ამ პროდუქციის გაყიდვა საფრანგეთში“, - განაცხადა კომპანიის სპიკერმა ხავიერ რივოირმა რადიო „რტლ“-თან ინტერვიუში. მანამდე კი „სააგენტო ფრანს პრესს“ განუცხადა, რომ იმდროინდელი გადაწყვეტილების მიზანი იყო, „სპორტული აქსესუარები გამხდარიყო ხელმისაწვდომი მსოფლიოს ყველა ქალისთვის“.

ფრანგი პოლიტიკოსების განცხადებით, „სავარჯიშო ჰიჯაბის“ გაყიდვების აკრძალვა წინააღმდეგობაში მოდის ქვეყნის სეკულარულ ღირებულებებთან და მოსალოდნელია, რომ ზოგიერთმა კანონმდებელმა ბოიკოტი გამოუცხადოს ბრენდს.

შარფისმაგვარი მოსახვევი, რომელიც ფარავს თმებს და არა სახეს, მარტში გაყიდვაში მსოფლიოს 49 ქვეყანაში ჩაეშვება.

აღსანიშნავია, რომ სპორტულ ჰიჯაბებს საფრანგეთში 2017 წლიდან ყიდის მსოფლიო სპორტის ინდუსტიის გიგანტი Nike.

კოკა კვირკველია