Swatch-მა Samsung-ის წინააღმდეგ სასამართლოში 100-მილიონიანი სარჩელი შეიტანა. კომპანიაში აცხადებენ, რომ სამხრეთკორეულმა Samsung-მა მათი ინტელექტუალური საკუთრება გამოიყენა და ჭკვიანი საათების ციფერბლატი Swatch-ის საათების ბრენდების დიზაინით შექმნა. უფრო კონკრეტულად, შვეიცარულ კომპანიაში ამბობენ, რომ Samsung-მა საათების გამოსახულებების გადმოსაწერ ვერსიაში Gear Sport-ის, Gear S3 Classic-ის და Frontier-ის ინტერფეისი გამოიყენა.
Swatch-ის განცხადებით, Samsung-მა ხელმისაწვდომი გახადა მათი 30 საათის იერი, მათივე ვირტუალური საათებისთვის, რაც კანონდარღვევაა, ვინაიდან კომპანიები ამაზე შეთანხმებულები არ ყოფილან. კომპანიის განცხადებით, კოპირებულ იმიჯებს შორის არის ერთადერთ ეგზემპლარად შექმნილი საათიც, რომელიც 650,000 დოლარი ღირს.