„ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი დედაქალაქში პარკირების ახალი სისტემის შემოღებასთან დაკავშირებით „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.
„ბიზნესპრესნიუსი“ მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„ცოტა რამ პარკირების ახალი სისტემის დანერგვის შესახებ. თბილისის მერიამ ახლა დაიწყო "სითი პარკის" მიერ 2009 წელს შემოთავაზებული პროექტის განხორციელება (ზონალური, საათობრივი). და ეს არ არის თბილისიის მერიის იდეა, როგორც ამას თავად ასაღებენ. "სითი პარკია" ამ იდეის ავტორი. რატომ ვერ განახორციელა ზონალური პარკირების პროექტი "სითი პარკმა"? მაშინ ამ პროექტის დაწყებას საზოგადოების მხრიდან მოჰყვა ძალიან მწვავე რეაქცია: "პარკირებას გვიძვირებენ". არადა "სითი პარკს" შეძენილი ჰქონდა პარკომეტრები, ბარათები და სხვა საჭირო ატრიბუტიკა. რამდენიმე ქუჩაზე დამინტაჟებულიც კი. თუცა ავტომფლობელების მხრიდან იმდენად დიდი აგრესია წამოვიდა, რომ თბილისის მერია იძულებული გახდა შემოეღო იაფიანი პარკირების სისტემა(50 ლარი-1 წელი). მაინც გვახსოვდეს უახლესი ისტორია!,“- წერს მესხიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ზონალური პარკირების საპილოტე პროექტის განხორციელებას მერია 1-ლი ივლისიდან ლესელიძისა და მის მიმდებარე ქუჩებზე გეგმავს. მათივე ცნობით, ლესელიძის ქუჩაზე ავტობუსები იმოძრავებს, ხოლო პარკირების ზონალური საფასური სავარაუდოდ, 50 თეთრიდან განისაზღვრება.