„ელიავას ბაზრობის“ ტერიტორიის მესაკუთრები დღეს კონფერენციას მართავენ, სადაც წარადგენენ საკუთარ ხედვას, თუ როგორ უნდა განვითარდეს და იქცეს ტერიტორია რეგიონულ მოლად.
შპს „სანაპირო საინვესტიციო ჯგუფმა“, რომელსაც „ელიავას ბაზრობის რეგიონულ მოლად“ გადაქცევის პროექტი ეკუთვნის, აღნიშნული კონფერენციის ჩატარება ჯერ კიდევ დაახლოებით ორი კვირის წინ დაანონსა.
მათივე ცნობით, „სანაპირო საინვესტიციო ჯგუფს“, რომელიც ფლობს „ელიავას ბაზრობის“ ტერიტორიის თითქმის ნახევარს, მომზადებული აქვს რამდენიმე პროექტი.
აღსანიშნავია, რომ აქედან ერთ-ერთი კონცეფცია - „ელიავა - რეგიონური მოლი“, რომლის საფუძველზეც განვითარების რეგულირების გეგმა შექმნილი და თბილისის არქიტექტურის სამსახურს დამტკიცებული აქვს, 2016 წლის ზაფხულში დასამტკიცებლად საკრებულოსაც წარედგინა, თუმცა, ამ პროექტის განხილვა არ მომხდარა.