2018 წელს ეკონომიკა მდგრადად ვითარდებოდა.
2019 წელს 4.6 პროცენტიან ზრდას ველით - ამის შესახებ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის საქართველოში ვიზიტის დასასრულს გამოქვეყნებულ პრესრელიზშია აღნიშნული.
მისიის შეფასებით, ეკონომიკურ პერსპექტივაზე შესაძლო უარყოფითი გავლენის მქონე რისკების პასუხად აუცილებელია გაგრძელდეს გაცვლითი კურსის მოქნილობა, რეზერვების დაგროვება და გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკა. ამასთან, როგორც პრესრელიზში ვკითხულობთ, ხელისუფლების ეკონომიკური რეფორმის განუხრელი შესრულება აუცილებელია საქართველოს ეკონომიკის მდგრადობის და ინკლუზიური ზრდის უზრუნველსაყოფად.