ელექტროტექნიკაზე ენერგიის წვის მაჩვენებლების მითითება სავალდებულო გახდება.
ამის შესახებ პარლამენტში წარდგენილ სამთავრობო გეგმაშია აღნიშნული, რომელიც 2019 წლის საგაზაფხულო სესიისთვის გათვალისწინებულ კანონშემოქმედებით საქმიანობას შეეხება.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს ბაზარზე განთავსებული ენერგომომხმარებელი პროდუქტის მიერ ენერგიისა და სხვა რესურსების მოხმარებისა და პროდუქტის შესახებ სტანდარტული ინფორმაციის მითითების აუცილებლობა არ არის გათვალისწინებული.
ამასთან, როგორც გეგმაშია აღნიშნული, კანონპროექტის მიღება გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ 2016 წლის 14 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საქართველო გახდა „ენერგეტიკული გაერთიანების“ წევრი ქვეყანა და ენერგომომხმარებელი პროდუქტის მიერ ენერგიისა და სხვა რესურსების მოხმარებისა და პროდუქტის შესახებ სტანდარტული ინფორმაციის მითითების თაობაზე ევროდირექტივის ეროვნულ კანონმდებლობაში იმპლემენტაცია სავალდებულო გახდა.
„კანონპროექტის ამოქმედების შემდეგ აუცილებელი გახდება საქართველოს ბაზარზე განთავსებული ან/და საქართველოში ექსპლუატაციაში გაშვებული ენერგომომხმარებელი პროდუქტის მიერ ენერგიისა და სხვა რესურსების მოხმარების და ასეთი პროდუქტის ენერგო
მოხმარების მაჩვენებლების შესახებ პროდუქტზე სტანდარტული ინფორმაციის მითითება, რაც საშუალებას მისცემ საბოლოო მომხმარებელს, მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, გააკეთოს სასურველი არჩევანი,“-აღნიშნულია დოკუმენტში.