საქართველოში ახლადრეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 2.1%-ით გაიზარდა

იანვარში 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველში ახლადრეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 2.1%-ით გაიზარდა.

ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. კერძოდ, „საქსტატის“ ცნობით, 2019 წლის იანვარში ახლადრეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 3 862 იყო.

მათივე ცნობით, ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებული დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვამ 5 313.1 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2018 წლის იანვართან შედარებით, 7.9%-ით მეტია. ცნობისთვის, წინასწარი შეფასებით, 2019 წლის იანვარში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 3.5 პროცენტი შეადგინა.

თაია არდოტელი