ეროვნული გამოცდების ტესტებს, შესაძლოა, ვიდეოდავალებები დაემატოს.
როგორც „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ განაცხადა, ვიდეოდავალებები შესაძლოა, უნარების საგამოცდო ტესტებს დაემატოს.
მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე სიახლე საპილოტე ხასიათის იქნება და ის შესაძლოა, მცირე ჯგუფებისთვის წელსვე დაინერგოს.
"ამ მიმართულებით ვმუშაობთ და შესაძლოა, ჩავატაროთ მცირე ჯგუფთან პილოტირება ამ ტიპის შეფასების მოსამზადებლად წელს, თუმცა ზუსტად ვერ გეტყვით, როდის ჩავატარებთ ფართომასშტაბიან გამოცდას. პილოტირებას ვგეგმავთ უნარების ტესტისათვის. აქ უფრო ადვილია, რადგან ყველა დავალება შემოსახაზია და იქ ჩასაწერი არაფერია. ამიტომ ვაპირებთ ამ მეთოდის გამოცდას და შედეგების საფუძველზე მუშაობის გაგრძელებას",- განაცხადა გორგოძემ.