მამუკა ხაზარაძეს პარლამენტში 4 მარტს მოუსმენენ

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს პარლამენტში 4 მარტს 12:00 საათზე მოუსმენენ.

კერძოდ, მამუკა ხაზარაძის მოსმენა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ 26 თებერვალს ბანკის დამფუძნებლებისა და სებ-ის პრეზიდენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში გამართული მოსმენა ჩაიშალა. ამ ეტაპზე უცნობია, დაესწრება თუ არა საფინანსო კომიტეტში გამართულ სხდომას ეროვნული ბანკი.

თაია არდოტელი
„საქართველოს პროკურატურა დაკავებულია საინფორმაციო შტურმით და არა რეალური გამოძიებით"
“თიბისის“ საქმის გამოძიებას გრიფით საიდუმლო ადევს“
ვინ არის კიდევ ერთი პირი, რომელიც „თიბისის“ საქმეში ფიგურირებს