კომპანია iPlus განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"ჩვენო მომხმარებლებო! მხოლოდ თქვენი უდიდესი ნაწილის ინტერესებიდან გამომდინარე მივიღეთ შემდეგი სახის გადაწყვეტილება, რომელსაც ახლა გაგაცნობთ:
თქვენთან ერთად ვამაყობთ, რომ თქვენს და ჩვენს შორის ურთიერთობა 2009 წლიდან იწყება. ამ დროიდან ვცდილობთ თქვენთან ურთიერთობა არ შემოიფარგლოს მხოლოდ თქვენს მიერ პროდუქციის შეძენით. სწორედ შეძენის შემდეგ გრძელდება, ვითარდება და ღრმავდება ჩვენს შორის ურთიერთობა. აიპლიუსის მიზანია, ყველაზე სანდო, კრეატიული და თქვენს ინტერესებთან ახლოს მყოფი კომპანია ვიყოთ, თქვენ აქტიურად ხართ ჩართული და გვეხმარებით რჩევებით, კრიტიკით, შეფასებით მომსახურების დახვეწასა და სრულყოფაში. მაქსიმალურად ვცდილობთ ყოველი მომდევნო დღე თქვენთვის უფრო კომფორტული იყოს.
აღსანიშნავია, რომ ვინც ამ ტექსტს კითხულობთ, უმეტესობა თქვენგანი ჩვენი გუნდისათვის ნაცნობი და მნიშვნელოვანი ხართ. ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობთ, თქვენს მხარდაჭერას, რისთვისაც გვსურს მადლობა მაღალი ხარისხის მომსახურებით გადაგიხადოთ. თქვენთან ერთად ვამაყობთ, რომ Apple-ის ოფიციალური პარტნიორები ვართ, რაც მეტ შესაძლებლობას გაძლევთ, შეიძინოთ ოფიციალური ტექნიკა, ოფიციალური გარანტიით. უმეტესობას გვახსოვს, პირველი iPhone, შემდეგ iPhone, 3G, 3GS, 4, 4S, 5, 5C, 5S, 6, 6 Plus, 6S, 6S Plus, SE, 7, 7 Plus, 8, 8 Plus, X, XS, XS Max, XR - გვახარებს, რომ 2009 წლიდან თქვენი პირველი გამოცდილება თანამედროვე ტექნოლოგიებთან სწორედ iPlus-ის გუნდს უკავშირდება.
ცნობილია, რომ Apple-ის პოლიტიკა მიმართულია მარალხარისხიან ტექნოლოგიაზე, რაც უფრო ვითარდება ტექნოლოგია იზრდება მისი ღირებულებაც. Apple საერთაშორისო კორპორაციაა და მის სტრატეგიას საერთაშორისო ეკონომიკაში მიმდინარე მოვლენები განაპირობებს.
ქართული ეკონომიკის განვითარების ტემპი ვერ ეწევა და ჩამორჩება Apple-ის განვითარების ტემპს, რამაც ქართველი მომხმარებლისათვის Apple-ის პროდუქციასთან ხელმისაწვდომობა გაართულა. iPhone ტექნოლოგიურად ვითარდება, შესაბამისად მისი ღირებულებაც წლიდან-წლამდე მზარდია, ხოლო ჩვენი და თქვენი შემოსავალი, არც იმდენად მზარდი, რომ Apple-ის ყველა მომდევნო პროდუქცია, რომელიც სულ უფრო ძვირფასია, მარტივად ხელმისაწვდომი იყოს. გარდა ჩვენი ეკონომიკის დაბალი ზრდის და iPhone-ის ღირებულებას შორის დისბალანსისა, მომხმრებლებისათვის დამატებითი წნეხი, 2019 წლის 1 იანვარს ამოქმედებული განვადების რეგულაციები გახდა.
რეგულაციებმა მომხმარებლების დიდ უმრავლესობას კიდევ უფრო შეუზღუდა წვდომა Apple-ის ძვირფას პროდუქციაზე და შესაბამისად iPlus-ის გუნდი დინამიური განვითარების შეფერხების წინაშე დააყენა. გვეამაყება მომხმარებლები, რომლებიც 2009 წლიდან დღემდე გვყავს. თქვენ ჩვენი ყველაზე დიდი ღირებულება ხართ. ჩვენთვის სრულიად გასაგებია Apple-ის პროდუქციაზე უმრავლესობის ფინანსური ხელმიუწვდომლობა. ამავდროულად, ვითვალისწინებთ თქვენს სურვილს iPlus-თან ერთად გააგრძელოთ განვითარება. ჩვენი გუნდის ყველაზე მთავარი სურვილია შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო განვამტკიცოთ ურთიერთობა ჩვენს მომხმარებლებთან. iPlus არ შეაჩერებს განვითარებას, ჩვენ ვერ ვიტყვით უარს ჩვენს მომხმარებლებზე, რომელთა უმეტესობაც დღეს ვერ ახერხებს ძვირფასი პროდუქციის შეძენას ზემოთ ჩამოთვლილი რამოდენიმე ფაქტორის ერთად დამთხვევის გამო. ვიწყებთ პროდუქციის გამრავალფეროვნებას იმისთვის, რომ თქვენთან ერთად მრავალი წლების წინ დაწყებული ურთიერთობა კიდევ უფრო დახვეწილად და ხარისხიანად ნაბიჯ-ნაბიჯ განვავითაროთ. ძალიან ბევრი შრომა ჩავდეთ ვყოფილიყავით თქვენთვის სანდო და საამაყო კომპანია, დღეს კი ბაზარზე არსებული ეკონომიკური წნეხის გამო, როდესაც მომხმარებელთა უმრავლესობა ვერ ყიდულობს Apple-ის პროდუქციას, ჩვენი მომხმარებლების უმრავლესობის ინტერესების გათვალისწინებით, გთავზობთ Apple-ის პროდუქციასთან ერთად, iPhone-თან შედარებით დაბალი ღირებულების Samsung-ის სმარტფონებს. დაგეგმილი გვაქვს თქვენი მოთხოვნის შესაბამისად უახლოეს პერიოდში სხვა ბრენდებსაც შემოგთავაზოთ.
2019 წლის 1 მარტიდან, iPlus მულტიბრენდული კომპანია ხდება. თავდაპირველად, “აიპლიუსის” გასაყიდ პროდუქციაში, 90%-იან წილს Apple-ის პროდუქცია შეინარჩუნებს, ხოლო დანარჩენი ბრენდების წილი 10%-მდე გვექნება, რომელსაც ნელ-ნელა განვავითარებთ. iPlus ყოველთვის იყო კომპანია, რომელიც საქართველოში საუკეთესო მაღალტექნოლოგიური პროდუქციის იმპორტს ახდენდა, ჩვენ მომხმარებლებს მუდმივად ვაძლევდით შესაძლებლობებს. ხოლო დღეს ბაზარზე შექმნილი მდგომარეობის მიუხედავად, ვერ ვიტყვით უარს იმ მომხმარებლებზე, რომლებთან ერთადაც ვიზიარებდით მსოფლიო ტექნოლოგიების შესაძლებლობებს. იმედს ვიტოვებთ, საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება, ხოლო Apple-ის მიერ შექმნილი მორიგი საოცრება მეტად ხელმისაწვდომი იქნება ფართო საზოგადოებისთვის. ვმუშაობთ ბევრს, რომ თქვენთვის სულ უფრო მეტად ხელმისაწვდომი გავხადოთ, როგორც Apple-ის ასევე, სხვა ბრენდების პროდუქცია. ღრმა პატივისცემით iPlus-ის გუნდი!" - ნათქვამია iPlus-ის განცხადებაში.