1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6794 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.6794 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6940 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0146 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0556 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0701 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0145 ლარი შეადგინა.